ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბერძენიშვილი: “პატრიარქის ხელში ეკლესია საზოგადოების საწინააღმდეგო ძალად ჩამოყალიბდა”

საპატრიარქოს უძლეველობაზე მითი არაერთხელ დაიმსხვრა. კარგი იქნებოდა, საზოგადოების საწინააღმდეგო ძალად არ ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ამ პატრიარქის ხელში ასეა, – განაცხადა “რესპუბლიკური” პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა “მეტრონომთან” ბლიც-ინტერვიუს დროს.

“ეკლესიის რესურსი დიდი არის. მას ყოველთვის შეუძლიათ 15-20 000 ადამიანის ქუჩაში გამოყვანა, მაგრამ ეს მაქსიმუმია. საპატრიარქოს უძლეველობაზე მითი არაერთხელ დაიმსხვრა. კარგი იქნებოდა, საზოგადოების საწინააღმდეგო ძალად არ ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ამ პატრიარქის ხელში ასეა.

სამწუხაროდ, საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ თანამოსაყდრე შიოს ხელშიც ასეთივე ან უარესი სიტუაცია. შიოს, მგონი, ბოლო 50 წელიწადში ფილოსოფიური ნაშრომი არ წაუკითხავს. ის მეტყველებს ძალიან ძველი ფილოსოფიურ-დოქტრინული მიდგომებით. წაიკითხოს მსოფლიო პატრიარქის  ბართლომეს ნაშრომები. მართმადიდებლური სამყარო, მისი დასავლური ნაწილი აზროვნებაში გაცილებით წინ არის, ვიდრე რუსულ სივრცეში ჩარჩენილი შიო და ბევრი მისი კოლეგა”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

იტვირთბა....