ახალი ამბები მთავარი სამართალი

გახარია სპეცოპერაციაზე: “ეს არის იმ დიდი ქსელის გამოვლინების დასაწყისი, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს”

გახარია პარლამენტში გამოსვლისას კლუბ “ბასიანსა” და “გალერეაში” მიმდინარე ჩხრეკაზე საუბრობს. მინისტრმა პარლამენტარებს მოუწოდა ეჩვენებინა ერთი ადამიანი მაინც, რომელთა თავიდან თმის ღერი მაინც ჩამოვარდნილა. მისი განცხადებით, ასეთი ადამიანები არ არსებობს და არცერთ მათგანს დაზარალებულის სტატუსით სამედიცინო დახმარებისთვის არ  მიუმართავთ. მინისტრი ამბობს, რომ კლუბში მოწოდების შედეგად სტუმრების ნაწილმა საკუთარი ნივთები  დაყარა. მინისტრი აცხადებს, რომ სწორედ ეს ნივთიერებები 34 ლოკაციიდან იქნა ამოღებული.

“მინდა ერთი რამ გაითვალისწინოთ,  ეს არის პროცესის დასაწყისი და მინდა იმედი მოგცეთ, რომ ეს არის იმ დიდი ქსელის გამოვლინების დასაწყისი, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს. აქ მარტო არ ვმუშაობდით, ჩვენთან ერთად ევროპელი თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. ძირითადი ტრაფიკი კლუბული ნარკოტიკისა ევროპიდან მოდის. ესენი არიან ჩვენი მეზობელი პარტნიორები, რომლებთან ერთადაც ვმუშაობთ. ეს არის კონკრეტულად თუ გაინტერესებთ თურქეთი.

უბრალოდ მინდა ვეცადო,  თქვენ ისეთი შინაგანი რწმენა შეგიქმნათ, რომ ჩვენ მართლა დასაბუთებული ეჭვი გვქონდა, რომ  ყველაფერმა სისტემური სახე მიიღო.  ეს არის კარგად ორგანიზებული ქსელი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ფატალურ შედეგებამდე მივყავართ. სხვა მოტივი კლუბებში სპეცოპერაციის დროს არ გაგვაჩნდა. სამწუხაროდ დავინახეთ იმის რისკი, რომ კლუბებში არსებული ინფრასტრუქტურა იყოს პლათფორმად გამოყენებული, სადაც ეფექტური ნარკოვაჭრობა შეიძლება წარიმართოს.

ევროპის უფრო განვითარებულ ქალაქებში მსგავსი სპეცოპერაციები მძიმე ფორმებითაც ხორციელდება. ჩვენ გვქონდა დადასტურებული ვიდეო ჩანაწერები, თუ როგორ ხდებოდა კონკრეტულ კლუბებში ნარკოტიკებით ვაჭრობა. ჩვენ სასამართლო განჩინება მხოლოდ ორ კლუბზე არ გვქონდა და ეს უფრო მეტი იყო, თუმცა იქ საგამოძიებო მოქმედებები უკვე მიმდინარეობს. ჩვენ აშკარად ვხედავდით ამ ადამიანების და კლუბების ადმინისტრაციების მდგრად კავშირებს”,-განაცხადა გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას.

შეგახსენებთ, ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ, რუსთაველზე დაწყებული აქცია, შს მინისტრმა მოლაპარაკებების და დაპირებების მოტივით დაშალა. უკვე გაიმართა შეხვედრა, თუმცა, როგორც ჩანს მეორე მხარე კმაყოფილი ვერ დარჩა. მანამდე მათ დაანონსეს, რომ თუკი მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს აქციები შესაძლოა გაგრძელდეს. “ევროპულმა საქართველომ” მინისტრი პარლამენტში დაიბარა.

იტვირთბა....