1994-2014 წლების ძირითადი დემოგრაფიული გადაანგარიშების მიხედვით, ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა არასწორად იყო დათვლილი. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის მონაცემებით, 2002 წელს საქართველოში მცხოვრებთა რიცხვი დაახლოებით 4 მილიონ 300 თასს შეადგენდა, 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით კი 3 მილიონ 700 ათასი ადამიანი ფიქსირდებოდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, რიცხვებს შორის დიდი განსხვავების გამო დადგინდა, რომ 2014 წლამდე მიგრაციაში მყოფი მოქალაქეების რიცხვი არასწორად ითვლებოდა.
საქსტატის ინფორმაციით, 1994-2017 წლების პერიოდში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა კლების ტენდენციით ხასიათდება. ამ პერიოდში კლება განიცადა, როგორც საქალაქო, ისე სასოფლო დასახლებებში მცხოვრებმა მოსახლეობამ. იმავე პერიოდში საქართველოში ურბანიზაციის მაჩვენებელი 53.8 პროცენტიდან 58.3 პროცენტამდე გაიზარდა.
მოსახლეობის კლება ძირითად დაკავშირებულია ემიგრაციასთან. მოსახლეობის რაოდენობის ბოლო დაანგარიშებაში საერთაშორისო ექსპერტები და გაერო-ს ფონდის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.