ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არაფერი მოღალატეობრივი ადა მარშანიას არ უთქვამს”: ინაშვილი მარშანიას და კალაშნიკოვის ბრიფინგზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრი, ირმა ინაშვილი, თანაპარტიელების რუსეთის დუმაში ვიზიტს აფასებს. ის ადა მარშანიას განცხადებას ეხმაურება, სადაც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ლეონიდ კალაშნიკოვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, წინასწარ დაწერილ ტექსტში საბრალდებო დასკვნა ამოიკითხა და 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა.

ინაშვილის თქმით, აგვისტოს ომი, კოდორის და ახალგორის ჩაბარებაც წინა ხელისუფლების დროს მოხდა. ინაშვილი ამბობს, რომ ადა მარშანიას მოღალატეობრივი განცხადება არ გაუკეთებია.

„ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, რომ აგვისტოს ომი, კოდორის ჩაბარება სამარცხვინოდ, ახალგორის ჩაბარება, ეს უკავშირდება წინა ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენელს, მათ შორის, ბატონ ბოკერიას, რომელმაც სამარცხვინოდ გააჩუქა კოდორი, სადაც საომარი მოქმედებები, სხვათა შორის არ მიმდინარეობდა, ისე მოხდა კოდორის ჩაბარება და ახალგორიც. ამიტომ არაფერი განსხვავებული და მოღალატეობრივი ადა მარშანიას არ უთქვამს,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ ლეონიდ კალაშნიკოვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, წინასწარ დაწერილ ტექსტში საბრალდებო დასკვნა ამოიკითხა და 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა.

იტვირთბა....