ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

საფრანგეთში ტერორისტული აქტი აღკვეთეს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერარ კოლონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ტერორისტული აქტი აღკვეთეს. ინფორმაციას Tribune ავრცელებს.

ქვეყნის ძალოვანი უწყების განმარტებით, დაკავებულია წარმოშობით ეგვიპტელი ორი ძმა. ისინი საფრანგეთის ტერიტორიაზე მასშტაბური ტერაქტის მოწყობას ასაფეთქებელი მოწყობილობით ან ძლიერმოქმედი საწამლავით გეგმავდნენ.

მანამდე საფრანგეთის ძალოვანმა უწყებამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი ჩეჩნები დააკავეს.

2015-2016 წლებში საფრანგეთში განხორციელებულ ტერორისტული აქტების სერიას 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტვირთბა....