ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კარასინი: მოსკოვი რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავს

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის მზად არის ქართველ კოლეგას მიხეილ ჯანელიძეს შეხვდეს და არ გამორიცხა ასევე რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების ვალდიმირ პუტინის და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა მოხდეს.

“მე, სხვათა შორის, გახსნილი ვარ საკუთარ ქართველ კოლეგასთან საკონტაქტოდ. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა კონტაქტებიც შეიძლება. როცა რუსეთის პრეზიდენტს ამაზე კითხეს, მას ეს არ გამოურიცხავს, თუკი შესაძლებლობა ჩავარდება” – განაცხადა ლავროვმა პრეს-კონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს შეწყდა.

იტვირთბა....