საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მამაკაცი, რომელიც ისრაელის ერთ-ერთ ქარხანაში, ხორცსაკეპ მანქანაში ჩავარდა და ტრაგიკულად დაიღუპა, საქართველოს მოქალაქეა.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს საელჩო კონტაქტზეა ოჯახთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.
შეგახსენებთ, რომ ისრაელში, ქალაქ ხოლონში 30 წლის მამაკაცი ცომის საზელ მანქანაში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. შემთხვევა თელ ავივის რაიონში, ქალაქ ხოლონში მდებარე საცხობში მოხდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაწყებულია საქმის მოკვლევა, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, უბედურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპული მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა.