ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ლგბტ პირები უნდა სარგებლობდნენ იმავე უფლებებით, როგორც ყველა დანარჩენი პირი”: ევროპის საბჭო

17 მაისს თბილისში დაგეგმილი აქციის გაუქმებას ევროპის საბჭო ეხმაურება. ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა მოქალაქეს, მათ შორის ლგბტ პირებს, შეეძლოთ საკუთარი უფლების გამოხატვა.

ევროპის საბჭოს პრესმდივნის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლგბტ თემის უფლებადამცველთა ჯგუფების მიერ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები, უსაფრთხოების არ არსებობის მიზეზით შეწყდა.

“ლგბტ პირები უნდა სარგებლობდნენ იმავე უფლებებით, როგორც ყველა დანარჩენი პირი”- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ერთ პირს თავს დაესხნენ.

კერძოდ, ტრიბუნაზე გამოსვლისას ახალგაზრდა კაცს უცნობმა პირმა თავში ჩაარტყა და გაიქცა. თავდამსხმელი ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ დააკავა.

იტვირთბა....