კლუბ “ბასიანის” დამფუძნებელი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა გამომძიებლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ტატო გეთიას თქმით, კითხვები უმეტესობა პროვოკაციული იყო. კლუბების დამფუძნებლების გამოკითხვა პოლიციის სამმართველოში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. ეს პროცესი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება.
„ეს იყო დაკითხვა დაკითხვისთვის, უბრალოდ ზოგადი კითხვებით. თუ შეგიმჩნევიათ შიგნით რაღაც ნივთიერებები, თუ შეგიმჩნევიათ ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები, თუ გქონიათ ინფორმაცია რეალიზაციაზე და მსგავსი რაღაც აფსურდები. მაქვს მოლოდინი, რომ ჩემს კოლეგებსაც აქ დაუძახებენ და ეს ერთ-ერთი მექანიზმია, რომ გაგრძელდეს ზეწოლა კლუბზე და ბასიანზე,“-განაცხადა გეთიამ.
შეგახსენებთ, ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ, რუსთაველზე დაწყებული აქცია, შს მინისტრმა მოლაპარაკებების და დაპირებების მოტივით დაშალა. უკვე გაიმართა შეხვედრა, თუმცა, როგორც ჩანს მეორე მხარე კმაყოფილი ვერ დარჩა. მანამდე მათ დააანონსე, რომ თუკი მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს აქციები შესაძლოა გაგრძელდეს.