ლგბტ აქტივისტებმა თბილისში 5 ლოკაციაზე პარტიზანული აქციები გამართეს. აქტივისტები გაჩერდნენ – იუსტიციის სამინისტროსთან, განათლების სამინისტროსთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ვაკის პარკში მემორიალთან. ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს.
ლგბტ დროშის შესაბამისად თითოეული ადგილიდან სხვადასხვა ფერის კვამლი გაუშვეს. თითოეულ ლოკაციაზე აქტივისტებმა წაიკითხეს მიმართვები.
ამის პარალელურად, ტრანსფობიის და ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს მთავრობის კანცელარიასთან.
ფოტო: ლიბრალი