ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია: “შავრაზმელების გამო და მათი ულტიმატუმის პასუხად რომ ლეგიტიმური აქციები უქმდება, ესაა ფაშიზმის წახალისება”

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, დღევანდელ ფაშისტურ გამოსვლაზე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

“მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ გვარამიას სტატუსს.

“ფაშისტების და შავრაზმელების გამო და მათი ულტიმატუმის პასუხად რომ ლეგიტიმური აქციები უქმდება, ესაა ფაშიზმის წახალისება და მის გაძლიერებაში შეტანილი წვლილი. და ეს არა მარტო ხელისუფლებას ეხება (რომელიც საერთოდაც პირდაპირი შემოქმედი და დამფინანსებელია ამ ჯგუფების), არამედ ამ აქციების გამაუქმებლებსაც, კერძოდ, წინა და დღევანდელი აქციების ორგანიზატორებს.

და ტყუილად გონიათ, რომ “ჩვენთვის მთავარია ადამიანი და მისი სიცოცხლე” ტექსტებით ამ პასუხისმგებლობას აირიდებენ. მაგ ლოგიკით, ტრანსგენდერებს მოუწოდეთ, ძუძუები აიკრან და კაცებივით ჩაიცვან. აბა, ისე მოკლეს რამდენიმე და მთავარი ხომ ადამიანის სიცოცხლეა და ნუ გააღიზიანებენ ორკებს”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იტვირთბა....