“მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, რომ გია კორკოტაშვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი. „ქართული მარშის” წევრების ცნობით, გია კორკოტაშვილთან ერთად გამოკითხვაზე კიდევ ორი პირია გადაყვანილი. თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ რასთან დაკავშირებით მოხდა მისი პოლიციაში წაყვანა.
„ქართულმა მარშმა“ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, რომ 17:00 საათზე მათი მხარდამჭერები მთავრობის კანცელარიასთან იკრიბებიან.
17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორიო დღეც აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც თბილისში, 19:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან “თანასწორობის მოძრაობის” აქცია უნდა გამართულიყო, თუმცა გუშინ მათ აქციის გამართვაზე უარი განაცხადეს, რადგანაც ჩათვალეს, რომ მათი უსაფრთხოება შესაძლოა სათანადოდ დაცული არ ყოფილიყო. ლგბტ/ქვიარ აქტივისტები, მათი მეგობრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს მოქალაქეები უნდა შეკრებილიყვნენ, რომ საზოგადოებას სიძულვილისა და აგრესიის დამანგრეველი შედეგები შეახსენონ. თუმცა ცოტახნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი ადამიანი ინდივიდუალური გადაწყვეტილებით ამ დღესს მაინც აღნიშნავს და მთავრობის კანცელარიასთან მივა.
ასევე, ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 2013 წლის 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია სასულიერო პირებმა და მათმა მხარდამჭერებმა დაარბიეს, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით, 17 მაისი საქართველოში ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადდა. დღეს ქაშუაეთის ეკლესიაში საყოველთავო წირვა-ლოცვა და ჯვრისწერა გაიმართება.
რამოდენიმე წუთის წინ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ახსნა-განმარტების გარეში დააკავეს გია კორკოტაშვილი! ზედ მიმაყოლეს მეც და ნიკოლოზ გოჩაშვილიც, ამ ვიდეოს გადაღებისთვის!!!
Gepostet von Ioseb Khimshiashvili am Donnerstag, 17. Mai 2018