ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

61 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა

2018 წლის  განმავლობაში, პროფესიული პასუხისმგებლობა 61 ექიმს დაეკისრა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მიმდინარე წლის პირველი მაისის მონაცემებით, წერილობითი გაფრთხილება 55 ექიმს მიეცა, ექვს ექიმს კი სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა. ინფორმაციას სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ავრცელებს.

წინა წლის იგივე პერიოდში, წერილობით 24 ექიმი გააფრთხილეს, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება კი, 27 მედიკოსს შეუჩერდა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში პროფესიული პასუხისმგებლობა 300 ექიმს დაეკისრა.

იტვირთბა....