თბილისში მარჯვენა სანაპიროზე, „გალფის“ ავტოგასამართ სადგურთან მოქალაქე მტკვრის დინებამ გაიტაცა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე უკვე გასულია სამაშველო ჯგუფები. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.