ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თქვენ ღარიბ ხალხს დასცინით?”: დაპირისპირება გუგული მაღრაძესთან გადაცემა “პრაიმ შოუში”

“იმედზე” გადაცემა “პრაიმ შოუში” გუგული მაღრაძეს დოდო ხურცილავა და თაკო ჩარკვიანი დაუპირისპირდნენ. კონფლიქტის მიზეზი კი მის მიერ ინიცირებულ კანონზე დისკუსია  გახდა, რომელიც დახურულ სივრცეში  სიგარეტის მოწევას კრძალავს. ხურცილავას აზრით, მაღრაძის რეგულაცია ყველაზე მეტად ღარიბ ადამიანს ურტყამს. მისი აზრით, მდიდარ ადამიანებს საშუალება აქვთ კარგადაც იკვებონ და არც გასუქდნენ. მისი განაცხადებით, მას საცურაო აუზზე სიარული უნდა, მაგრამ ამის საშუალება არა აქვს. პუბლიცისტი ფიქრობს, რომ გუგული მაღრაძის გამო “ქართულ ოცნებას” რეიტინგიც კი დაეწია.

პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა დეპუტატ გუგული მაღრაძეს მიმართა და უთხრა, რომ არსებობს 6 შვილიანი ოჯახები, რომლებსაც დიდი ხანია ხორცი რა არის არ უნახავთ და დღეს ქვეყანას სიგარეტის მოწევის გარდა უფრო სხვა მძიმე სოციალური პრობლემები აწუხებთ.

“მე როგორც არა მწეველი, რა თქმა უნდა, რომ გეთანხმებით, ამ კუთხით სერიოზული პრობლემები იყო, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ამაზე სერიოზული პრობლემები არსებობს. ასევე ჭარბწონიანობასთან დაკავშირებით თქვენი ინიციატივა და რეგულაციებზე საუბარი ცოტა უხერხულია. აქ მთავარ პრობლემას კვლავ სიდუხჭირეს მივადექით. საქართველოში ნახევარი მოსახლეობა პურზე და ბურღულეულზეა, რადგანაც მას სხვა საკვების მიღების საშუალება არა აქვს. დასცინით თუ რა ხდება? მგონია, რომ ეს ყველაფერი ცინიზმით არის განსაზღვრული”,-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

გუგული მაღრაძემ კი უპასუხა, რომ ბულიზმი სწორედაც, რომ მათი განცხადებებია. დეპუტატმა მათ მიმართა, რომ ეს არ არის საშაყირო თემა და მისი ინიციატივიდან სწორი აზრი უნდა გამოიტანონ.

იტვირთბა....