მიუხედავად იმისა, რომ თანასწორობის მოძრაობის მოძრაობის წევრები აქციას აღარ გამართავენ, ანი სუბელიანი კანცელარიასთან მისვლას მაინც აპირებს.
სუბელიანის განცხადებით, ის ერთკაციან აქციას გამართავს.
“ჩემთვის ინდივიდუალურად ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ შემეზღუდოსგამოხატვის თავისუფლება,”-აცხადებს ანა სუბელიანი.
ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქცია დღეს 19:00-ზე კანცელარიის წინ უნდა გამართულიყო, მაგრამ ორგანზატორებმა სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, აქცია გააუქმეს.
ამავდროულად, კონტრაქციას აანონსებდა “ქართული მარში”, რომლის ლიდერებიც და წევრებიც ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩევიან. თუმცა, როგორც “მარშის” ლიდერებმა განაცხადეს, ტრანსფობიის და ჰომოფობიის წინააღმდეგ გაუქმებული აქციის გამო, მსვლელობას არც თავად გამართავენ.

