აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრძანება გასცა დაიწყოს მუშაობა და მომზადდეს წინადადება რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე, რომელიც საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მოსკოვის ხელშეკრულების სავარაუდო დარღვევას ეხება. ამ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
კონგრესმა მოითხოვა პრეზიდენტისგან წარდეგინა ანგარიში, სადაც უნდა იყოს მოცემული გეგმა რუსეთის ჩინოვნიკების წინააღმდეგ გასატარებელი ზომების შესახებ. რომლებიც შესაძლოა რომ ყოფილიყვნენ ჩართული საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების დარღვევაში.