ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეზვრიშვილი: მზად ვართ დეპუტატებს ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ყველა ინფორმაცია მივაწოდოთ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყებაში მზად არიან ღამის კლუბებში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას პასუხი გასცენ.

„შს მინისტრი პარლამენტში წარდგება პარასკევს. ვისაუბრებთ, როგორც სამინისტროში გატარებული რეფორმების მიმართულებით, ასევე სამომავლო გეგმებზე და ბუნებრივია, ვისაუბრებთ ღამის კლუბებში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით. ვიქნებით აბსოლუტურად ღია და მზად ვართ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. მზად ვართ ყველა დეტალზე, რაც გამოძიებამ დაადგინა, რა ხდებოდა კლუბებში საგამოძიებო სამუშაოებისას და ასევე გარეთ, ინფორმაცია მივაწოდოთ დეპუტატებს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ, რუსთაველზე დაწყებული აქცია, შს მინისტრმა მოლაპარაკებების და დაპირებების მოტივით დაშალა. უკვე გაიმართა შეხვედრა, თუმცა, როგორც ჩანს მეორე მხარე კმაყოფილი ვერ დარჩა. მანამდე მათ დააანონსე, რომ თუკი მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს აქციები შესაძლოა გაგრძელდეს.

იტვირთბა....