დღეს დიღომში, რობაქიძის 7 ნომერში “ლიბერთი ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს. ბანკში შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა. თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდამსხმელს, სავარაუდოდ, ხელში ასაფეთქებელი მოწყობილობა ეჭირა და აფეთქებით იმუქრებოდა.
ცნობილია, რომ მან ბანკიდან თანხის წაღება შესძლო, თუმცა ოდენობა უცნობია.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შსს-ში “მეტრონომს” უთხრეს, რომ გამოძიება 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.