aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უსუფაშვილი: “აქციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება სწორი იყო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “მეტრონომთან” ბლიც-ინტერვიუს დროს პარლამენტის წინ “თეთრი ხმაურის” ორგანიზებით გამართულ აქციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კარგად გამოჩნდა კანონის უზენაესობის დეფიციტი.

“ამ პროცესში ყველაზე უფრო სახელმწიფოებრივად აქციის ორგანიზატორები მოიქცნენ. მათ სწორი პოზიცია დააფიქსირეს იმ გადაჭარბებული ძალების მიმართ, რომელიც კლუბებში ვიხილეთ. მეორე მხრივ, როდესაც აგრესიულად განწყობილი ადამიანების დიდი მასა სერიოზული პრობლემებით იმუქრებოდა, ვფიქრობ, აქციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება სწორი იყო. თუმცა, როგორც ვიცი, ისინი საკუთარი მოთხოვნების რეალიზების მცდელობას სხვა გზებით აგრძელებენ.

დანარჩენი რაც ვიხილეთ, ეს იყო სახელმწიფოებრიობისა და კანონის უზენაესობის დეფიციტი და სამწუხარო რეალობაა, ის რაც დღეს ქვეყანაშია. სახელისუფლებო უწყებები თავს არ თვლიან ვალდებულად პოლიტიკური მენეჯმენტი გაუწიონ პროცესებს. ორი დღე-ღამის განმავლობაში ხელისუფლება იყო მდუმარე პოზიციაში და მოქალაქეები საკუთარი გადაწყვეტილებების იმედად იყვნენ. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ უწყებამ შექმნა ეს პრობლემა და მერე ამავე უწყების ხელმძღვანელმა განმუხტა სიტუაცია. ასე რომ ჯობდა საერთოდ არ შეექმნა ეს სიტუაცია”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ, რუსთაველზე დაწყებული აქცია, შს მინისტრმა მოლაპარაკებების და დაპირებების მოტივით დაშალა. უკვე გაიმართა შეხვედრა,  თუკი მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს აქციები შესაძლოა გაგრძელდეს.

იტვირთბა....