“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე აცახდებს, რომ ის რასაც ბოლო დღეებში ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ, ეს არის გზა, რომელმაც შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის დამნაშავეების ჯგუფს მფარველობს.
“ის ქმედებები რასაც ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან ბოლო პერიოდში, ეს არის პირდაპირი გზა სამოქალქო დაპირისპირებისაკენ. საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია მეტად საგანგაშო და სახიფათო მეთოდი, მის მიერ მართული, ნეონაცისტური, ექსტრემისტული, რუსეთიდან მართული აგენტურის მეშვეობით. ნუ ჰგონია შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ აქ შემოვა როგოც ტრიუმფატორი. დღეისათვის მისი სტატუსი არის დამნაშავეების მფარველი. ახლგაზრდებზე ძალადობდა დამნაშავეების ჯგუფი. ნუ გგქონიათ, რომ ეს ახალგაზრდა განათლებული, ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი გოგო ბიჭები არიან ნაკლები ჯანის, ვიდრე ის შაოსანი, ტაბურეტკის მატარებლები. იქ იქნებოდა ძალიან დიდი უბედურება მართლაც, რომ გაერღვიათ ის კორდონი“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ, რუსთაველზე დაწყებული აქცია, შს მინისტრმა მოლაპარაკებების და დაპირებების მოტივით დაშალა. უკვე გაიმართა შეხვედრა, თუმცა, როგორც ჩანს მეორე მხარე კმაყოფილი ვერ დარჩა. მანამდე მათ დააანონსე, რომ თუკი მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს აქციები შესაძლოა გაგრძელდეს.