ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“აბა მივიდნენ და დააპირონ რამე, დაუმტვრევენ თავ-ყბას”

“ნუ გგონიათ შს მინისტრი პარლამენტში ტრიუმფით შემოვა. მან კარგად უნდა იცოდეს, რომ ის არის დამნაშავეების მფარველი. იმ მოედანზე სადაც აქცია იყო, თარეშობდა დამნაშავეთა ჯგუფი. ნუ გგონიათ, რომ აქციაზე არ იყვნენ ძლიერი ბიჭები და ნაკლები ჯანის. აბა მივიდნენ და დააპირონ რამე, დაუმტვრევენ თავ-ყბას” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პარლამენტის სხდომაზე, რომან გოცირიძემ.

ახლო მომავალში პარლამენტში შს მინისტრს ელიან.

შეგახსენებთ, ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ, რუსთაველზე დაწყებული აქცია, შს მინისტრმა მოლაპარაკებების და დაპირებების მოტივით დაშალა. უკვე გაიმართა შეხვედრა, თუმცა, როგორც ჩანს მეორე მხარე კმაყოფილი ვერ დარჩა. მანამდე მათ დააანონსეს, რომ თუკი მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს აქციები შესაძლოა გაგრძელდეს.

 

იტვირთბა....