საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგისთვის მზად არის. განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს გააკეთა:
” ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რუსთთან რა ურთიერთობაც ჩამოყალიბდა სწორია. ჩვენ მათ რაციონალური დიალოგი შევთავაზეთ. სულ ვამბობ, რომ მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები. არა მისი იმჯიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესებიდან, რომელიც რომელიმე რუსულ ოჯახს აქვს, მოსკოვში იქნება თუ სად იქნება. აქედან გამომდინარე თუ მე დამელაპარაკება რუსი ლიდერი, ჩვენ დავლაგდებით. ამას თანამედროვე დიალოგის ფორმა ჰქვია. თუნდაც მაგალითად მე როგორც პოლონეთის, საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი მელაპარაკება. ეს არის საუბარი საკუთარი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე,”- განაცხადა პრეზიდენტმა სტუდენტებთან საუბრისას.