ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე ბიზნეს სექტორს მოუწოდებს, რომ მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაში ჩაერთონ

თბილისის მერი კახი კალაძე  ბიზნეს სექტორს მიმართავს და მოუწოდებს გეგეშიძის ბაღთან, რკინიგზის სადგურთან და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მიიღონ მონაწილეობა.

“ჩვენ 3 ლოკაციაზე – გეგეშიძის ბაღთან, რკინიგზის სადგურთან და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა. მინდა მივმართო ბიზნეს სექტორს, ყველა დაინტერესებულ პირს, იაქტიურონ, რომ ეს პროექტები იქნეს განხორციელებული.

ჩვენ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადავცემთ ამ კონკრეტულ ლოკაციებს. დაახლოებით, 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი ამ სამი ლოკაციით და დარწმუნებული ვარ, ბიზნესი იაქტიურებს და ჩვენ შევძლებთ ამ პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე

იტვირთბა....