“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გადაცმა “არჩევანში” 12 მაისს აქციაზე დაკავების დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, რუსთაველზე პოლიციამ მოხლოდ იმიტომ დააკავა, რომ ის ტერიტორიიდან გაერიდებინათ. ჯაფარიძის განცხადებით, ის მთელი ღამის განმავლობაში გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში პოლიციელებს ესაუბრებოდა. მას დაკავების მიზეზს ვერ უძებნიდნენ და ბოლოს თავად დაეხმარათ, როდესაც ტელევიზიაში მათზე ნათქვამი რამდენიმე უწმაწური სიტყვა გაახსენდა. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ პოლიციელებს გაუხარდათ და უთხრეს, რომ ჯიგარი იყო, რადგანაც მისი დაკავების მიზეზი თავადვე მოიფიქრა.
„მე იმ მომენტში გამიყვანეს იმიტომ, რომ ვიყავი აქტიური ტიპი და ტერიტორიას გამარიდეს. ჩათვალეს, რომ ხალხი შეიძლება, ამყოლოდა. სასაცილო ის არის, რომ “ქართული მარშის” აქტივისტებმა პოლიციას თავ-პირი დაამტვრიეს და სამას ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლეს. იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი კი ციხეში ათი დღე იჯდნენ. მე კიდევ 2000 ლარიანი ჯარიმა მაქვს გარჭობილი, რომელსაც არცერთ შემთხვევაში არ გადავიხდი. თურმე პოლიციის შენობაში შევიჭერი და ყველას დედას ვაგინებდი”,-აცხადებს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ, რუსთაველზე დაწყებული აქცია, შს მინისტრმა მოლაპარაკებების და დაპირებების მოტივით დაშალა. უკვე გაიმართა შეხვედრა, თუმცა, როგორც ჩანს მეორე მხარე კმაყოფილი ვერ დარჩა. მანამდე მათ დააანონსე, რომ თუკი მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს აქციები შესაძლოა გაგრძელდეს.