ერევანი სომხეთის პრემიერ მინისტრის საქართველოში ვიზიტს ამზადებს. ამის შესახებ მან სომხურ მედიაში ისაუბრა. ჟურნალისტის დასმულ კითხვას, ხომ არ აპირებს პრემიერი 26 მაისს თბილისში ღონისძიებებზე დასწრებას, პაშინიანმა უპასუხა:-„რაც შეიძლება მალე გავემგზავრები საქართველოში, ახლა ვიზიტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც კი ვადებზე მოვილაპარაკებთ, ყველას გაგაგებინებთ.“
შეგახსენებთ, რომ სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ კენჭისყრის შედეგად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად საპროტესტო აქციების ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი აირჩია. მის კანდიდატურას (სხვა კანდიდატები პრემიერმინისტრის თანამდებობაზე არ ყოფილა ), მხარი 58-მა დეპუტატმა დაუჭირა. სულ 53 ხმა იყო საჭირო. 42 დეპუტატი წინააღმდეგი იყო, კიდევ ერთმა დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ის პრემიერი მას შემდეგ გახდა, რაც სომხეთში მოქმედი პრემიერი სერგ სარქისიანი მოსახლეობის მოთხოვნის შემდეგ გადადგა.