მელორ ვაჩნაძე დღეს გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება და “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ კლუბების ხშირი სტუმარია, მათ შორის “გალერის”, დადის ფესტივალებზე და რუსთაველზე გამართულ კონტრაქციაზე სიტუაციის განსამუხტად იყო. მისი თქმით, ის არ არის “ქართული მარშის” წევრი და წინააღმდეგია ყოველგვარი ძალადობის:
“ეს ხალხი ან იდიოტია! ეს ფოტოები რომ ავრცელებთ კომპრომატივით, ღიად მიდევს სურათებში!!! არავისი მხარდამჭერი არ ვარ!!! ნაცისტებს და მოძალადეებს საერთოდ ვ… გალერიშიც დავდივარ რომ მინდა, მტკვარზეც, ფორჯიბითზეც და ევროპის ისეთ კლუბებში და ფესტივალებზე რომ არც დაგესიზმრებათ!!! მარშის წევრობა არ ტეხავს მაგრამ არ ვარ!!! ჩემი უახლოესი მეგობრები არიან და მე ხალხთან პოლიტიკური კუთვნილებით ან სოციალირი მდგომარეობით არ ვმეგობრობ!!!
ვარ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ქართველებს შორის!!! რადიოშიც მიმუშავია და ტელევიზიაშიც და კარგადაც მახსენდება ის დრო. იმდენი მაქვს “ნაგულავები” ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ ქვეყნის და ოჯახის სიყვარულს არსად არ ვივიწყებ!!! რუსი ოკუპანტია მაგასაც გეტყვით!!! მაგათი… რუსთაველზეც იმიტომ ვიყავი რომ სიტუაცია რითიც შემეძლო განმემუხტა!!! მაგარამ შევებრძოლები ყველას ვინც ქვეყმის იმიჯს აზარალებს და განძრახ აზიანებს საერთაშორისო დონეზე!!!
ვინც ეწევა ნარკომანიის პროპაგანდას და ითხოვს არა დეკრიმინალიზაციას არამედ ლეგალიზაციას!!! ვინც იცავს ნარკორეალიზატორებს “ბარიგებს”!!! ვინც მართულია მოძალადე პოლიტიკური ძალისგან და რევოლუციით იმუქრება!!! ტელევიზიები რომლებიც არატრადიციული ორიენტაციის და ყარყვნილების პროპაგანდას ეწევა და იტყუება თითქოს მათზე ვინმე ძალადობს!!! ვგმობ გმირების ხსოვნოს ან მათი მემორიალის შეურაწყოფას!!! ვებრძვი სახელმწიფოს და პოლიციის მხრიდან ძალადობის ნებოსმიერ გამოვლინებას!!! და უამრავი რამ რაც ჩვენს ქვეჰანას აზიანებს!!! არცერთი საქართველოს მოქალაქე არაა დასაკარგი!!! P.S. იმედია გაიგეთ ჩემი პოზიცია და თუ ვერ გაიგეთ მოვა დრო და გაიგებთ! მეც დამიშვია ცხოვრებაში შეცდომები და მეც გადამიზედმეტებია, მაგრამ უკვე ძალიან დამღალეთ! აწი მე არავის არაფერს აღარ ავუხსნი! თქვენი მეგობარი: მ.ვაჩნაძე”,- წერს ვაჩნაძე “ფეისბუქზე”
მელორ ვაჩნაძე კაფე გალერიში, რომლის “წმინდა ადგილიდან გათრევას” გუშინ აქციაზე ითხოვდნენ