ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მელორ ვაჩნაძე კაფე გალერიში, რომლის “წმინდა ადგილიდან გათრევას” გუშინ აქციაზე ითხოვდნენ

ყოფილი პოლიტპატიმრის მელორ ვაჩნაძის ფოტო კაფე გალერიდან, რომელიც მან თავის facebook გვერდზე 2017 წლის ივლისში დადო.

შეგახსენებთ, რომ ვაჩნაძე  14 მაისს გამართულ ქსენოფობიური ულტრანაციონალისტური ჯგუფების აქციაში მონაწილეობდა. ის აქციაზე სიტყვით რამდენჯერმე გამოვიდა. ამ აქციის ერთერთი მოთხოვნა, კლუბ “ბასიანისთვის” სახელის გადარქმევასთან ერთად, კაფე გალერის მის მიერ დაკავებული ადგილიდან გამოსვლა იყო.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები თავისუფლების მოთხოვნითა და კლუბებში “ბასიანი” და “გალერიში” სპეცოპერაციის შედეგად ძალისმიერი მეთოდებით ადამიანების დაშლას აპროტესტებდნენ. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანია დაკავებული ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის მუხლით. თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნული 8 პირი სპეცოპერაციამდე არიან დაკავებული და კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციას და ძალისმიერი მეთოდებით ახალგაზრდების დაშლას არაფერი საერთო დაკავებებთან არ ჰქონია.

რუსთაველის გამზირზე,  აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, ასევე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.

აქცია კი  მას შემდეგ დაიშალა, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ხარაია მივიდა და აქციის მონაწილეებს მაგიდასთან მოლაპარაკებები შესთავაზა. მინისტრმა ბოდიში მოუხადა აქციის მონაწილეებს და მათ ყველა მოთხოვნის განხილვა ნაბიჯ-ნაბიჯ შესთავაზა. სწორედ ამ აქციის პარალელურად ქსენოფობიური ულტრანაციონალისტური ჯგუფების კონტრაქცია იმართებოდა, რომლებიც “თეთრი ხმაურის” მიერ ორგანიზებული აქციის დაშლას ითხოვდა.

 

იტვირთბა....