შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ყოფილი დირექტორი შოთა უტიაშვილი სოციალურ ქსელში რუსთველის გამზირზე გამართლ კონტრაქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს წერს.
“მე მგონია, რომ მიტინგების წინააღმდეგ ყოველ ჯერზე ფაშისტების გამოყენება ცოტა მოსაბეზრებელია. უფრო შემოქმედებითი მიდგომაა საჭირო. აი მაგალითად, რუსეთში ამას წინათ ოპოზიცია აქციას მართავდა ლოზუნგით “ტი ნამ ნე ცარ”. აქცია დაარბიეს ტრადიციულ კოსტუმებში ჩაცმულმა კაზაკებმა, რომლებმაც აქციის მონაწილეები, პირდაპირი მნიშვნელობით, გაამათრახეს. როცა გაოცებისა და ტკივილისაგან ენაჩავარდნილმა პროტესტანტებმა ხმის ამოღება შეძლეს და იკითხეს, ეს რაღა იყოო, კრემლმა ამაყად განაცხადა, რომ ეს იყო ხალხური თვითმშემოქმედების ანსამბლი, რომლის წევრებიც შემთხვევით გადაეყარნენ აქციას და მისი მონაწილეების უზნეობა ვერ აიტანეს”, – წერს უტიაშვილი.