საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შს მინისტრს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, კვირის ბოლომდე მოუსმენენ. დეპუტატებს 12 მაისს, ღამის კლუბებში ჩატატრებულოი სპეცოპერაციების შესახებ კითხვები აქვთ:
„მისი მოსმენის საკითხი არ არის დამოკიდებული იმაზე, რომ მართლაც ძალიან წარმატებული, კარგად დაგეგმილი ოპერაცია ჩაატარა. რა საკვირველია მისი მოსვლა აინტერესებს როგორც უმრავლესობას, ისე უმცირესობას და გიორგი გახარიაც ამისთვის მზად არის,“-აცხადებს უმრავლესობიდან გია ვოლსკი.
საპარლამენტო ოპოზიციას კი მინისტრის მოსმენა უმცირესობის ფორმატში სურს და ისინი ითხოვენ ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობის პროცესში მონაწილეობა მათაც მიიღონ. ოპოზიცია ამბობს, რომ „ქართული ოცნებa”,- ნარკოპოლიტიკის საკითხს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.