ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღევანდელი აქცია მშვიდობიანი იქნება: ფილარმონიიდან აქცია-მსვლელობა დაიწყო

ამ წუთებში სანდრო ბრეგაძე და მისი თანამოაზრეები აქცია-მსვლელობით ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე დაიძრნენ. როგორც ბრეგაძემ “მეტრონომს” უთხრა დღევანდელი აქცია მშვიდობიანი იქნება და ისინი თავიანთ აზრს დააფიქსირებენ. ბრეგაძე ამბობს, რომ  აქციის მონაწილეები პროტესტს უცხადებენ ნარკომოვაჭრეებს და “სოდომისტების” პროპაგანდას.

“ქართული საზოგადოება რეალურად დგას აქ  და არა იქ, სადაც იდგა ორი დღის წინათ. ჩვენ პროტესტს ვუცხადებთ სოდომის პროპაგანდისტებს და ნარკოვაჭრებს” – უთხრა “მეტრონომს” სანდრო ბრეგაძემ.

 

იტვირთბა....