ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

პარლამენტის მაჟორიტარების ბიუროების შენახვაზე ერთ წელში 4 მილიონზე მეტი დაიხარჯა

მაჟორიტარული ბიუროს შენახვაზე 2017 წელს ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს გოჩა ენუქიძემ (ამბროლაური-ონი-მესტია-ცაგერი-ლენტეხი) – 149 417 ლარი, ზაქარია ქუცნაშვილმა (თიანეთი-დუშეთი-ყაზბეგი) – 112 944 ლარი და ანზორ ბოლქვაძემ (ხულო-შუახევი-ქედა) – 105 544 ლარი. ინფორმაციას  reginfo ავრცელებს.

ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის მოცულობით, გამოირჩევიან შემდეგი მაჟორიტარი პარლამენტარების ბიუროები:ლარი – გიორგი კოპაძე (ადიგენი-ახალციხე); ლარი- ირაკლი შიოლაშვილი(სიღნაღი-დედოფლისწყარო); გურამ მაჭარაშვილი (ლაგოდეხი-ყვარელი); ლარი- ნინო წილოსანი (ლანჩხუთი-ჩოხატაური); 81 490 ლარი; -კობა ლურსმანაშვილი (ბაღდათი-ხარაგაული);  80 761 ლარი – გოგა გულორდავა (წალენჯიხა-ჩხოროწყუ);  80 395 ლარი – ენზელ მკოიანი(ახალქალაქი-ნინოწმინდა).

იმავე პერიოდში ყველაზე მცირე თანხა დაიხარჯა მცხეთის მაჟორიტარის დიმიტრი ხუნდაძის ბიუროს შენახვაზე – 44 016 ლარი. ბათუმის მაჟორიტარის მუხრან ვახტანგაძის ბიუროს ხარჯებმა შეადგინა 44 546 ლარი, ხოლო საჩხერის მაჟორიტარის პაატა კვიჟინაძისა- 45 827 ლარი.

ბიუროს შენახვაზე გამოყოფილი ხარჯებიდან ყველაზე მეტი თანხა დაზოგეს ირაკლი სესიაშვილმა (თელავი-ყვარელი) – 30 662 ლარი, ოთარ დანელიამ (აბაშა-მარტვილი) – 30 548 ლარი და კახაბერ ოქრიაშვილმა (დმანისი-წალკა) – 30 339 ლარი.

იტვირთბა....