რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში სომხეთის ახალ პრემიერმინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
“მე მინდა გისურვოთ წარმატება და ვიმედოვნებ, რომ მოსკოვსა და ერევანს შორის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება”, – განაცხადა პუტინმა.
პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი სომხეთს რეგიონში უახლოეს პარტნიორად და მხარდამჭერად განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ 8 მაისს, ფაშინიანმა, პუტინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ პუტინმა ფაშინიანს პრემიერმინისტრად გახდომა მიულოცა.