ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სოციალურ ქსელში ძიუდოს ფედერაციასა და საქართველოს ძიუდოს ნაკრებში არსებულ ვითრებაზე სტატუსს წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
”დავრწმუნდი რომ დღეს ყველას ფეხებზე ჰკიდია იმ სპორტის სახეობა, რომელიც ნომერი პირველი იყო საქართველოში! სამწუხაროა, რომ ვისავ შეეძლო გადაწყვეტილების მიღება, რომ სპორტის ეს სახეობა არ განადგურებულიყო, არჩია ჯანსაღი სპორტის და სპორტსმენების დაშლა!!!! მადლობა თქვენ ბიჭებო! სიამაყეებო საქართველოსი!
მაგრამ მიმიფურთხებია იმ ადამიანებისთვის, ვინც თავი აარიდა ამ უკანონობას! მეტი რაღანაირად უნდა თქვან ბიჭებმა სათქმელი, რომ ყურადგება მიაქციონ მათაც! ალბათ ყველა გულშემატკივარი უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე რომ მივიპყროთ ყურადღება?! დარწმუნებული ვარ, ერთ ქევხიშვილს გადააყოლებთ ამ ბიჭებს, რადგან ინტერესი დიდია ალბათ, ვიდრე იმ ბიჭებისა, რომლებიც დღე და ღამეს ასწორებენ შრომაში! ტანჯვაში! რის ფასად აღარ უჯდებათ ის, რომ ასახელონ ქვეყანა! მაგრააააააამ!!!!!! სად არის სამართალი! სირცხვილია, რომ ვიღაცეების ინტერესს გადაყვეს ძიუდოს ეროვნული ნაკრები”, – განაცხადა ზვიადაურმა.