ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი გახარიას პარლამენტში მოუსმენენ

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდს შინაგან საქმეთა მინისტთან ინტენსიური კომუნიკაცია აქვს და გახარიას  პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ.

„მას აქვს ყველა კითხვაზე პასუხი და მზად არის ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს პარლამენტის წევრებს. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ პარლამენტში ჩავატაროთ იურიდიული, ადამიანის უფლებების დაცვის და თაცდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. მოვიწვევთ შინაგან საქმეთა მინისტრს და ნებისმიერ დეპუტატს, უმრავლესობის თუ ოპოზიციის წარმომადგენელს, ექნება საშუალება უშუალოდ მინისტრისგან მოისმინოს პასუხები მათ მიერ დასმულ კითხვებზე ჩატარებული ღონისძიების ნებისმიერ დეტალთან დაკავშირებით“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

იტვირთბა....