ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობერიძე: “დეკრიმინალიზაცია ის მაქსიმუმია, რა მიმართულებითაც უნდა გადაიდგას ნაბიჯი”

“ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან კობერიძემ, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი ინიციატორია, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არც ერთი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, არც მარიხუანას ლეგალიზებას მხარს არ უჭერს, დეკრიმინალიზაცია ის მაქსიმუმია, რა მიმართულებითაც უნდა გადაიდგას ნაბიჯი.

როგორც კობერიძემ განმარტა, კანონპროექტით არც ერთი ნარკოტიკული საშუალება გამოყოფილი არ არის და ყველა ნარკოტიკი ერთი რეჟიმის ქვეშ განიხილება.

კობერიძის  თქმით, აბსურდულია ნარკოტიკების დაყოფა მძიმე, მსუბუქ, კლუბურ და არაკლუბურ ნარკოტიკებად.

“ის, თუ როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა საქართველოში, ჩვენი ხედვა სრულად არის ასახული კანონპროექტში, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. ვთვლი, რომ ყველა პრინციპი და პარამეტრი, რომელიც პროექტშია ასახული, პარლამენტმა უნდა მიიღოს. მსჯელობა მიდის მხოლოდ რამდენიმე საკითხზე, რაც პირადი მოხმარების დოზის ფლობას უკავშირდება. პროექტი საკმაოდ დიდი ხანია შემოტანილია და ყველას მოვუწოდებ, რომ გაგრძელდეს განხილვის პროცესი. გუნდმა ერთი თვე აიღო, რათა პოზიციები მაქსიმალურად დავუახლოვოთ და შევაჯეროთ, რის შემდეგაც პროექტს მსვლელობა უნდა მიეცეს”, – აღნიშნა ლევან კობერიძემ.

იტვირთბა....