ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხუხაშვილი: “მძიმე საყურებელი იყო, როდესაც აქციის ორგანიზატორებმა შე ჩემათი დაიწყეს ლაპარაკი”

მე ახალგაზრდების აქტიურობას პატივს ვცემ და კარგი იქნება თუ ისინი სხვა საჭირბოროტო საკითხებზეც იაქტიურებენ. თუ რამე დღეს ეშლებათ, ისწავლიან, – განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას აქციის ორგანიზატორების საფინალო ქმედებებზე.

“აქციის ორგანზატორების გზავნილები იყო ძალიან გაუგებარი. სერიოზული პროცესების წაყვანის დროს კარგად უნდა გამოკვეთო ამოცანები და მოიმხრო სხვადასხვა სოციალური ჯგუფები. ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად, ეს იყო ჩაკეტილი სისტემა, რომელიც აბსოლუტურ გაუგებრობაშ იყო. ნარკოლიბერალიზაცია და არა ძალადობას, ეს ორი გზავნილი ამ ხალხმა გააიგივა. ამ საზოგადოებაში კი ეს ორი რაღაცა არ იგივდება, ვერ “პრავდება” ის, რაც მათ სურდათ მიეღოთ.

აქციის ფინალი ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე საყურებელი იყო, როდესაც შე ჩემათი და ა.შ. დაიწყეს იმ ადამიანებმა საუბარი, რომელთაც საზოგადოებრივი პროცსის წაყვანაზე აქვთ პრეტენზია. ფსიქოლოგიურად გატყდნენ. თუმცა, მე ახალგაზრდების აქტიურობას პატივს ვცემ და კარგი იქნება თუ ისინი სხვა საჭირბოროტო საკითხებზეც იაქტიურებენ. თუ რამე დღეს ეშლებათ, ისწავლიან და არ მინდა მათ კრიტიკაში ღრმად წავიდე. თავისთვად ეს პროცესი კარგი იყვნენ”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები თავისუფლების მოთხოვნითა და კლუბებში “ბასიანი” და “გალერი” სპეცოპერაციის შედეგად ძალისმიერი მეთოდებით ადამიანების დაშლას აპროტესტებდნენ. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანია დაკავებული ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის მუხლით. თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნული 8 პირი სპეცოპერაციამდე არიან დაკავებული და კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციას და ძალისმიერი მეთოდებით ახალგაზრდების დაშლას არაფერი საერთო დაკავებებთან არ ჰქონია.

რუსთაველის გამზირზე,  აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, ასევე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.

წუხელ აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც აქციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ხარაია მივიდა და აქციის მონაწილეებს მაგიდასთან მოლაპარაკებები შესთავაზა. მინისტრმა ბოდიში მოუხადა აქციის მონაწილეებს და მათ ყველა მოთხოვნის განხილვა ნაბიჯ-ნაბიჯ შესთავაზა.

იტვირთბა....