ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააკაშვილი: “არ შეიძლება ქვეყანა ერთი ოჯახის მიერ იმართებოდეს”

მიხეილ სააკაშვილმა „კვირის აქცენტებში“ სატელეფონო ინტერვიუს დროს განცხადება გააკეთა სადაც აღნიშნა, რომ ქვეყანა არ შეიძლება იმართებოდეს ერთი ოჯახის კაპრიზებით.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ღამის კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებსა და შინაგან საქმეთა მინისტრის გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ერთ დღეს ბერას, ან ვიღაცას თუ მოუნდება, ვიღაც „დამკრიშავები“ მთავრობის უმაღლეს დონეზე, ე.წ. მთავრობის უშვებენ მომაკვდინებელი ნარკოტიკის გაყიდვას, ამას ეწირებიან უდანაშაულო ახალგაზრდები. მეორე, დღეს ხალხმრავალი კლუბების დარბევის ბრძანებებს იძლევიან, რაც არის ყველაფრის დარღვევა. იგივე ხალხი, ვინც დაარბია კლუბები, მესამე დღეს ნარკოტიკების ლეგალიზაციის დაპირებას იძლევა,“- აღნიშნა სააკაშვილმა.

 

იტვირთბა....