ნიკა გვარამიამ საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს კითხვით მიმართა და აღნიშნა, რომ ე.წ 9 წლის პირობებში, როდესაც იყო საკმაოდ მძიმე ნარკოპოლიტიკა, იყო პრობლემა დარბევებთან დაკავშირებითაც, ამაზე თქვენც გისაუბრიათ, ეს ხომ არ იყო ერთ-ერთი წინაპირობა იმის რომ “ნაციონალური მოძრაობა” უბრალოდ ვერ მივიდა ამ მიტინგზე?
კითხვასთან დაკავშირებით სააკაშვილმა გვარამიას უპასუხა, რომ მისი მმართველობის დროს ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში ნამდვილად იყო პრობლემები, თუმცა კლუბში შეჭრა აზრად არავის მოუვიდოდა.
“ნიკა, უკაცრავად, მაგრამ მიუხდედავად იმისა რომ იყო შეცდომები ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში და რა თქმა უნდა დრო იცვლება და იცვლება მიდგომები მთელს მსოფლიოში. თქვენ ადარებთ 2003 წლის საქართველოს და 2018 წლის საქართველოს. ეს არის 2 სხვადასხვა რეალობა, განვითარების სხვა დონე და გამოწვევების სხვა დონე. რა თქმა უნდა შეცდომები იყო დაშვებული, იმ შეცდომების ფონზე არავის არ მოუნდებოდა კლუბში შევარდნა და დარბევა.
აქ არის მხოლოდ ერთი პორბლემა საქართველოს ივანიშვილმა გადაუკეტა სასუნთქი წყაროები და ყველა იხრჩობა, იგუდება, მათ შორის პირველ რიგში ახალგაზრდობა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.