“აქციის მონაწილეები თავს იტყუებენ, შედეგს მივაღწიეთო, თუმცა რაში მდგომარეობს ეს შედეგი, ძნელი გამოსათქმელია”, ასეთი პოსტი გამოაქვეყნა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განათლების ყოფილმა მინისტრმა, პოლიტოლოგმა გია ნოდიამ.
როგორც ნოდია ამბობს, ნოდიას განცხადებით, „როცა მთავრობის შეცვლას ითხოვ, რაღაც დონის წარმოდგენა უნდა გქონდეს, ვინ გინდა მის მაგივრად. თუ ეს არ იცი და მაინც რადიკალურ ლოზუნებს ისვრი, ხარ უპასუხისმგებლო და დასამარცხებლად განწირული“.
„მინისტრმა პირობითი ბოდიში მოიხადა: თუ ჩემებმა რამე დააშავეს, ბოდიშს გიხდით, თუ თქვენებმა დააშავეს პოლიციასთან, თქვენ მოიხადეთო. ესაა შედეგი?
შედეგს ნამდვილად მიაღწია კონტრაქციამ და ხელისუფლებამ: აქცია დაიშალა ზოგადი და ბუნდოვანი დაპირებების ფასად. რაც აძლიერებს ვარაუდს, რომ ამ ორის მიზანი რეალურად საერთო იყო. შს მინისტრმა ღიად დააყვედრა კიდეც: მადლობა გვითხარით, რომ ამ ხალხს არ ვაცემინეთ თქვენი თავიო.
ფუნდამენტური, ამოსავალი სისულელე ამ ყველაფერში არის „აპოლიტიკურობის“ მითი. თან ამბობ, პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგესო, თან ამბობ, „აპოლიტიკური“ ვარო. ეს იდიოტიზმია.
როცა მთავრობის შეცვლას ითხოვ, რაღაც დონის წარმოდგენა უნდა გქონდეს, ვინ გინდა მის მაგივრად. თუ ეს არ იცი და მაინც რადიკალურ ლოზუნებს ისვრი, ხარ უპასუხისმგებლო და დასამარცხებლად განწირული.
არ არის საკმარისი, „სუფთა“, „ალალი“ და თავისუფლების მოყვარული იყო. ჭკუაც საჭიროა და იმ ნაბიჯების გათვლა, რაც შენს მოქმედებებს მოყვება“, აცხადებს გია ნოდია.
შეგახსენებთ, შს მინისტრ გიორგი გახარიას აქციაზე მისვლის შემდეგ საპროტესტო აქცია შეწყდა. მისი მონაწილეები შს მინისტრის და პრემიერის გადადგომას მოითხოვდნენ. საქმე ეხება კლუბ “ბასიანის” და კაფე “გალერის”, სადაც ნარკობარონების გამოვლენის მიზნით სპეცოპერაცია ჩატარდა და 8 პირი დააკავეს.