ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
“სწავლობენ, დაყრილს ალაგებენ, გადამწვარ ტყეში ხეებს რგავენ, წყალდიდობით დატბორილ ქალაქს ნარჩენებისგან წმენდენ. და “აპატიეთ” პარასკევს და შაბათს, თუ ცეკვავენ. ესაა ფერადი თაობა. ნუ ცდილობთ მათ მარგინალიზებას. ნუ აბრალებთ, რომ ბარიგებს აფარებენ ხელს. არა, ეს ომია პროგრესაა და კირკოროვებს შორის და უკვე ამათმა გაიმარჯვეს, იმიტომ რომ თავისუფლები არიან.
რეგიონში კი არა, პლანეტაზე ვართ მაგარი ერი. სად გინახავთ მოვეკვავე აქცია. #ესსაქართველოა! რაც შეეხება 9 აპრილის მემორიალზე ცეკვას. ამისთვის დაიღუპნენ ისინი, ამ თაობის თავისუფლებისთვის და ესენი ამ თავისუფლებას არ გითმობენ სწორედ. როდის, რაში, გამოიხატებოდა ყველაზე მთავარი მონაპოვარი და ახლა, ამ პროგრესულ სამყაროში, ამ ჭრელი ბავშვების განსხვავებულობაზე გადის. ვერ პატიობთ რომ თქვენნაირები არ არიან. ვერ პატიობთ რომ ცხვირზე საყურე უკეთიათ და დისკოტეკებზე ვერ ერთობიან. სულ ესაა ეს ომი.
P.S. ვინც არ იცით. ნარკორეალიზატორები გუშინ, 9 საათამდე დააკავეს. რაც თავისთავად მისასალმებელია და ძალიან კარგია. ყველა რეალიზატორი ციხეში უნდა იჯდეს”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, შს მინისტრ გიორგი გახარიას აქციაზე მისვლის შემდეგ საპროტესტო აქცია შეწყდა. მისი მონაწილეები შს მინისტრის და პრემიერის გადადგომას მოითხოვენ. საქმე ეხება კლუბ “ბასიანის” და კაფე “გალერის”, სადაც ნარკობარონების გამოვლენის მიზნით სპეცოპერაცია ჩატარდა და 8 პირი დააკავეს.