ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვიციანს 8 კანონიდან ტერმინების „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული ინდენტობა“ ამოღება სურს

პატრიოტთა ალიანსის წევრმა და დეპუტატმა ემზარ კვიციანმა საკანონმდებლო პაკეტი მოამზადა, რომელიც კანონებიდან ტერმინების – “სექსუალური ორიენტაცია” და “გენდერული იდენტობა” ამოღებას შეეხება.

პაკეტის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს 8 კანონში: “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ”, “სისხლის სამართლის კოდექსი”, “შრომის კოდექსი”, “საჯარო სამსახურის შესახებ”, “მაუწყებლობის შესახებ”, “საერთაშორისო დაცვის შესახებ”, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” და “პაციენტის უფლებების შესახებ”.

საკანონმდებლო პაკეტი ბიუროს სხდომას უახლოეს პერიოდში წარედგინება.

იტვირთბა....