„ეროვნულ სოციალისტური მოძრაობის“ აქტივისტები უკვე რუსთაველის გამზირთან იმყოფებიან. თუმცა “თეთრი ხმაურის მოძრაობის” მიერ მიმდინარე აქციაზე მათ ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ უშვებთ. სამართალდამცველებს რუსთაველზე შუაზე კორდონი აქვს გაკეთებული და ორი აქციის მონაწილეებს ერთმანეთთან კონტაქტის საშუალებას არ აძლევს. „ეროვნულ სოციალისტური მოძრაობა“ სწორედ „თეთრი ხმაურის“ აქციას აპროტესტებს. მოძრაობის ლიდერი ამბობს, რომ „თეთრი ხმაური“ ნარკორეალიზატორებს და ლგბტ პირებს იცავს.
„ეროვნულ სოციალისტური მოძრაობის“ აქტივისტებმა მსვლელობა დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს. მათ პირბადეები უკეთიათ და სკანდირებენ – “სიკვდილი მტერს, დიდება ერს!”
თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა და ამ წუთებშიც იმართებს, რომელიც კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.
ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.