„ჩვენი თავისუფლებისთვის“ – ტალინში ქართველმა სტუდენტებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ისინი ესტონეთის დედაქალაქში ტრანსფარანტებით შეკრიბნენ და ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციები გააპროტესტეს.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია გუშინ შუადღეს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 12 მაისს, გამთენიისას სამართალდამცავები კლუბებში “ბასიანი” და “გალერი” შევიდნენ და მასობრივი სპეცოპერაცია ჩაატარეს.
დაკავებული ადამიანებიდან უმრავლესობა გამოუშვეს. ამ ეტაპზე პატიმრობაში 8 პირი რჩება, რომლებსაც პოლიცია ნარკორეალიზაციას ედავება.
წყარო: “რუსთავი 2”.