ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ

არასმათვრობო ორგანიზაციები 12 მაისის სპეცოპერაციას ეხმაურებიან და განცხადებას ავრცელებენ.

განცხადების თანახმად, ორგნიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ მომხდარის გამო.

„ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით და შეშფოთებას გამოვხატავთ, 2018 წლის 12 მაისის, შუა ღამით, თბილისის რამდენიმე კლუბში ერთდროულად ჩატარებული უპრეცედენტოდ მასშტაბური საპოლიციო ოპერაციისა და შემდგომში, პოლიციის მიერ თბილისის ქუჩებში სპონტანურად ორგანიზებული შეკრების მონაწილეების მასობრივი და თვითნებური დაკავების, ასევე შეკრებისთვის ხელშეშლისა და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ინციდენტების გამო.” – ნათქვამია ორგანიზაციების ოფიციალურ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელმოწერებით მოუწოდებენ სახელმწიფოს:

„- დაუყოვნებლივ დადგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამდებობის პირების სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც დაგეგმა და განახორციელა ძალის დემონსტრირებაზე ორიენტირებული და ადამიანის უფლებების აშკარა და უხეში უგულებელყოფით ჩატარებული საპოლიციო ოპერაცია;

– საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება შეკრების მონაწილეების სავარაუდო უკნონო დაკავების, პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებისა და მშვიდობიანი შეკრების ხელშეშლის ფაქტებზე;

– სასამართლომ დაკავებული შეკრების მონაწილეების საქმეების განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და შეკრების თავისუფლების სტანდარტების განუხრელი დაცვით უზრუნველყოს;

– მთავრობამ სათანადოდ გაიაზროს ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ არსებული მკაცრი პოლიტიკის მძიმე სოციალური შედეგები და რეპრესიაზე და დასჯაზე ორიენტირენული მიდგომების ნაცვლად, ის სოციალურ ზრუნვაზე ორიენტირებული გახადოს. ამასთან, ადამიანის უფლებების პატივისცემით უზრუნველყოს ნარკოტიკების რეალიზაციასთან ბრძოლა.

ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვთქვამთ მზადყოფნას უფლების დარღვევის მსხვერპლებს აღმოვუჩინოთ საჭირო სამართლებრივი დახმარება. ამასთან მოვუწოდებთ მოქალაქეებს უფლების დარღვევის შემთხვევების შესახებ გაგვიზიაროთ ინფორმაცია, რაც სიტუაციის სრულყოფილი შეფასებისა და რეაგირების შესაძლებლობას მოგვცემს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ადამიანის უფლებათა სახლი

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR).” – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....