„ევროპული საქართველო“ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს. პარტიის ერთერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, შს მინისტრმა კითხვებს პასუხი უნდა გასცეს და რუსთაველზე აქციის სიტყვის გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოს.
,,ჩვენ პარლამენტის უმცირესობა კატეგორიულად მოვითხოვთ უსწრაფესად შინაგან საქმეთა მინისტრი გამოცხადდეს პარლამენტში, პირველი, სრულად უზრუნველყოს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება რუსთაველზე მიმდინარე აქციის და მათ არავინ ხელი უნდა შეუშალოს. გასცეს კონკრეტული პასუხი იმ უნამუსო ძალადობაზე თავისუფალი მოქალაქეების თავდასხმაზე,”- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში, პარლამენტის შენობასთან, კლუბ „ბასიანსა“ და კლუბ „გალერიში“ სპეცოპერაციის წინააღმდეგ, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის წევრების მოთხოვნა შემდეგში მგომარეობს: ისინი პრემიერისა და შს მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებას, სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირის დასჯასა და ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.