ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახა კოჟორიძე: “დღეს ნომერ პირველი ამოცანა არის ის, რომ უზრუნველყოფილ იყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაცია”

„დღეს ნომერ პირველი ამოცანა არის ის, რომ უზრუნველყოფილ იყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაცია“,- განაცხადა საქათველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძემ.

მისი განცხადებით,ის აქციაზე პრეზიდენტის დავალებით იმყოფება და ამოცანა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუვნელყოფასა და ამ უფლებით სარგებლობაში მდგომარეობს.

„დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით პრეზიდენტის დავალებით. დღეს ნომერ პირველი ამოცანა არის ის, რომ უზრუნველყოფილ იყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაცია. ამ ასობით და ათასობით ადამიანმა ისარგებლოს ამ უფლებით, დააფიქსიროს თავის პოზიცია მომხდართან დაკავშირებით,“ – განაცხადა მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძემ.

მისივე განცხადებით, სპეცოპერაცია უფლებადამცველების, სახალხო დამცველის და ასევე პარლამენტის მხრიდან შეფასებას საჭიროებს.

„ის, რაც მოხდა გუშინ, საჭიროებს შესწავლას სხვადასხვა ფორმატით, როგორც უფლებადამცველების, ასევე სახალხო დამცველის, ასევე პარლამენტის მხრიდან და უნდა შეფასდეს, რაც მოხდა გუშინდელ დღეს,“ – ამბობს კახა კოჟორიძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები კლუბ „ბასიანსა“ და კლუბ „გალერიში“ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.

იტვირთბა....