„ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.“ – განაცხადა თანასწორობის მოძრაობის წევრმა, ანა სუბელიანმა რუსთაველის გამზირზე მიმდიარე აქციაზე.
მისი განცხადებით, მოთხოვნების შესრულებამდე აქციის მოანაწილეები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.
„არ გავჩერდებით და გავათენებთ ღამეებს, რამდენი ღამის გათენებაც არ უნდა დაგვჭირდეს. რამდენი კვირაც არ უნდა დაგჭირდეს აქ ყოფნა, ვიდგებით კარვებით და მოვითხოვთ იმ მოთხოვნების შესრულებას, რომელსაც ახლა წარმოვადგენთ,“ – ამბობს ანა სუბელიანი.
მისივე განცხადებით, აქციის მონაწილლები პრემიერისა და შსს-ს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.
„ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. კეთილი ინებოს პრემიერმა და იგრძნობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მანაც დატოვოს თანამდებობა იმიტომ, რომ ის არის პასუხისმგებელი იმ პოლიტიკურ კურსზე, რომელსაც ის ახორციელებს. დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია იმ სისასტიკეზე, რომელიც წუხელ განხორციელდა ჩვენს მიმართ,“ – აცხადებს ანა სუბელიანი.