ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი: აუცილებელია სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი და გარემოება იყოს შესწავლილი

„აუცილებელია სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი და გარემოება სწრაფად, მიუკერძოებლად და დეტალურად იყოს შესწავლილი,“- განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

მისი განცხადებით, შესწავლილი უნდა იყოს სპეცოპერაციის ჩატარებს ყველა გარემოება, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატში და კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

„რაც გუშინ ვნახეთ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის სახით, ის კადრები, რაც ვრცელდება, ის ინფორმაცია, რასაც შს სამინისტრო ავრცელებს და საზოგადოებაში არსებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ აუცილებელია სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი და გარემოება სწრაფად, მიუკერძოებლად და დეტალურად იყოს შესწავლილი, მათ შორის სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობა იმ დროს, იმ ადგილას და იმ ფრომით. შესწავლილი უნდა იყოს ყველა გარემოება, მათ შორის საპარლამენტო ფორმატში და კითხვებს უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხები,“ – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

იტვირთბა....