ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბექა წიქარიშვილი გათავისუფლებულია

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ “თეთრი ხმაურის” წევრი ბექა წიქარიშვილი გათავისუფლებულია. მან საგარეჯოს სამმართველო უკვე დატოვა და თბილისში მოემგზავრება. წიქარიშვილი წუხანდელ სპეცოპერაციაზე ბრიფინგს გამართავს. ასევე გათავისუფლებულები არიან უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც წუხელ სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ბრიტანეთის მოქალაქემ ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დაწერა.

შეგახსენებთ, რომ წუხელ კლუბ “ბასიანსა” და “გალერში” სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე ადამიანი არის დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით ნარკორეალიზატორობის ბრალდებით 8 ადამიანი აიყვანეს.

იტვირთბა....